მე-4 ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს

31 მაისი 2025, 11:09 217 ნახვა
00:00
00:00

„ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში მე-4 ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს. ვაზიანში 300-ზე მეტი მოსწავლე იმყოფებოდა. ინფორმაციას და ვიდეო მასალას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ინსტრუქტაჟის მიღებისა და უსაფრთხოების წესების გაცნობის შემდეგ, ახალგაზრდებმა და მათმა პედაგოგებმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ვიზიტი გმირთა მემორიალთან დაღუპული სამხედროების პატივის მიგებით დაიწყეს და მათი გმირობის ისტორიები მოისმინეს.

სტუმრებმა ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, გამოფენილი საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება, საცხოვრებელი ყაზარმები, სიმულაციების ცენტრი, სპორტული დარბაზი დაათვალიერეს და ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს.

ამავე პროექტის ფარგლებში, სკოლების მოსწავლეები  იმყოფებოდნენ ქალაქ ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადაშიც.

პროექტი - „ერთი დღე ჯარში“ ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი