შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია. არჩევნები 10-ვე მუნიციპალიტეტში ''ქართული ოცნების'' კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა, პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.
მოქალაქეები ირჩევდნენ პარლამენტში ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.