შეხვედრა სამი კომიტეტის წევრებთან

28 აპრილი 2023, 14:10 848 ნახვა

სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ შესახებ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული შეხვედრა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ, ქვეყნის არაქართულენოვან მოქალაქეთა შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას, განათლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და საზოგადოებრივი ინტეგრაციის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

თეა ახვლედიანის თქმით, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა სტრატეგიული მიზნების მისაღწევად 200-მდე ღონისძიებას აერთიანებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში