ხულოს მუნიციპალიტეტში ღონისძიება ,,ამაგდარი“ ჩატარდა. ზეიმზე ადგილობრივი ღვაწმოსილი უხუცესები დააჯილდოვეს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობდნენ.
ბებიაქალები, სახალხო მთქმელები, ექიმბაშები, მეეზოვეები და სხვა საქმიანობებით თავის დროზე წარმატებული მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოდოებისთვის ნაკლებად ცნობილი იყვნენ თვითმმართველობამ სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
საზეიმო ცერემონია პირველად ჩატარდა სამომავლოდ იგეგმება ღონისძიების მასშტაბების გაზრდა. მისი მიზანი ამაგდარი ხულოელების საზოგადოებისთვის გაცნობა და მათი შრომის დაფასებაა.