აჭარის ახალგაზრდული რეგიონული ცენტრი ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
საინფორმაციო სახის შეხვედრაზე ორგანიზატორებმა მოზარდებს ის დაგეგმილი ღონისძიებები წარუდგინა, რომლებსაც ახორციელებს. ასევე გააცნო სამომავლო გეგმები.
ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა ხულოს მერიის ახალგაზრდული განყოფილების მუშაობის ანგარიშიც მოისმინეს.
გარდა ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის აქტივობებისა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის თემატურ, ინტელექტუალურ გასვლით ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობებიც ახორციელებენ, დამამთავრებელი სკოლის მოსწავლებისთვის ეწყობა ექსკურსიებიც.