17-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

27 აპრილი 2023, 16:38 638 ნახვა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირს 2 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით, ლიეტუვა უმასპინძლებს. საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული გუნდი კაუნასში: ესტონეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის და მასპინძელი ლიეტუვის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდება.

სალომე ხუბულურის გუნდი, პირველ მატჩს 2 მაისს ესტონეთის ნაკრებთან გამართავს, მეორე ტურის მატჩს კი ლიეტუვას ნაკრებთან 4 მაისს ითამაშებს, ორივე შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება. რაც შეეხება ბოლო ტურის მატჩს, ჩვენი ნაკრები ბოსნია და ჰერცოგოვინასთან 7 მაისს 12:00 საათზე ჩაატარებს.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ლიეტუვაში 1 მაისს გაემგზავრება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში