მეგობარი ქვეყნების საგარეო უწყების პირველი პირების შეხვედრა თბილისში და ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
საქართველოსთვის EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და 12 რეკომენდაციის შესრულება,- ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც ილია დარჩიაშვილმა და ზბიგნევ რაუმ ინფორმაციები გაცვალეს.
კონკრეტულად რა ითქვა აუდიენციის დროს, რა გზავნილები აქვს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და როგორია ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსაზრება საქართველოში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე უნდა მიიყვანოს.