ბათუმში ქართული ჭიდაობის უფასო სექცია გაიხსნა

27 აპრილი 2023, 10:55 1058 ნახვა

ბათუმის სპორტული ცენტრის ინიციატივით ქალაქის მეცამეტე საჯარო სკოლაში ქართული ჭიდაობის სექცია გაიხსნა, სადაც მსურველებს ვარჯიში უფასოდ შეეძლებათ.

იქ ორმოცდაათამდე ბავშვი ვარჯიშობს, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები, მათი ასაკი კი რვიდან ჩვიდმეტ წლამდეა.

ჯგუფს პაატა ურიადმყოფელი ხელმძღვანელობს, მასთან ერთად ახალგაზრდების დაოსტატებაზე მისი შეგირდი, ქართულ ჭიდაობაში აჭარის მრავალგზის ჩემპიონი ნიკა გაბაიძე ზრუნავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი