ცხოველის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

27 აპრილი 2023, 11:36 834 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცხოველის სიცოცხლის მოსპობაში  ბრალდებული პირი გაამტყუნა.

მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და სასჯელის სახედ  3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

თავად ბრალდებული, დღევანდელ პროცესს  სწორედ ჯანმრთელობის  მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა.

პროკურორის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება მეტად მკაცრი სასჯელის მოთხოვნით.

გადაწყვეტილების გამოცხადებას  სხდომათა დარბაზში, ცხოველთა უფლებადამცველების მხრიდან, ხმაური მოჰყვა, რომლებმაც სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთან აქცია გამართეს.

გამოძიება ირაკლი კეშელავას ცხოველის წამებას  და  სასტიკ მოპყრობას ედავებოდა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. 

23 იანვარს  ბათუმის ცენტრალურ პარკში მიუსაფარი ძაღლის   მკვლელობის  შესახებ პირველად ინფორმაცია  ცხოველთა უფლებადამცველებმა გაავრცელეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში