აჭარაში 2200 ჰექტარი სახნავ-სათესი უფასოდ დამუშავდება

26 აპრილი 2023, 18:04 917 ნახვა

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით აჭარის 5 მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის 2200 ჰექტარზე სასოფლო-სამეურნეო ფართობი უსასყიდლოდ დამუშავდება. 

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაბა ოჩხამურში დაესწრო.

სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების ბიუჯეტი 1 284 000 ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი