ტენდერი ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის

26 აპრილი 2023, 14:19 765 ნახვა

ქობულეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, ქობულეთის მერია 5-ჰექტარ მიწის ფართობზე რეკრეაციული და გასართობი  სივრცეების სრული რეაბილიტაციას გეგმავს.

პროექტით გათვალისწინებულია ასევე, პარკის ტერიტორიაზე არსებული ძველი აუთვისებელი სივრცეების მოწყობა.

ქობულეთის მერის მოადგილე ამბობს,  რომ ცენტრალურ პარკის ტერიტორიაზე მაქსიმალურად შენარჩუნდება მწვანე საფარი და უკვე არსებულ შენობა-ნაგებობებს ახალი არ დაემატება.

პარკის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის სახით დაახლოებით 6-მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ტენდერი 5 მაისს დასრულდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი