დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობაში''

26 აპრილი 2023, 12:04 837 ნახვა

დაძაბულობა კიდევ უფრო მატულობს ''ნაციონალურ მოძრაობაში''. დაპირისპირებულ ფლანგებს შორის ბრალდებები ისევ ისმის.

ამჯერად, პარტიის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს ეხმიანებიან და მას ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებენ.

მას შემდეგ, რაც კონკრეტული ბრალდებები აჭარიდანაც გაისმა, ხაბეიშვილმა თანაპარტიელებს ''ნაციონალური მოძრაობის'' მაგინებლები უწოდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში