ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე - საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

26 აპრილი 2023, 11:20 905 ნახვა

ტრანსნაციონალური დანაშაული და ქოლ-ცენტრები - კიდევ ერთი თემა, რომელზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია განსხვავებულ აქცენტებს აკეთებს.

ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ამტკიცებენ, რომ წლების განმავლობაში მოქმედი მსგავსი მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა ძალოვანი უწყებების მფარველობის გარეშე ვერ იმოქმედებდა და გახარიას პარტიის ინიციატივას, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიესალმებიან. 

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა აბსურდია.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიცია ახლა ყველაფერს აკეთებს, რათა დავით კეზერაშვილის ბრალეულობიდან ყურადღების გადატანა მოხდეს. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი