„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერები პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გადაყენებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, ბათუმის საკრებულოდან გასული „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება უნდა მოხდეს პარტიული სიის მომდევნო ნომრით, თუმცა ხაბეიშვილმა სია თვითნებურად შეცვალა და ოთხი პირი პარტიული სიიდან ამოიღო.
ვინ არიან ნიკა მელიას ფლანგიდან სიიდან ამოღებული პირები და რას უკავშირებენ ისინი ხაბეიშვილის ამ ქმედებას, ასევე როგორია ''ნაციონალური მოძრაობის'' ხაბეიშვილის ფლანგის პოზიცია.