პრემიერი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს პასუხობს

24 აპრილი 2023, 18:02 840 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის სხდომაზე  აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ თანადგომა გამოხატა და მოუწოდა, რომ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობა არ მიიღონ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო მათ გვერდით დგას და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა.

განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საჭირო წამლის სატესტო რეჟიმში ყოფნის გამო სახელმწიფო მედიკამენტის შესყიდვას ვერ უზრუნველყოფს, რადგან ჯერ ჯანმოს წამლის გამოყენებაზე რეკომენდაცია  არ გაუცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი