თამაზ ბაკურიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 26 აპრილს გახდება ცნობილი

24 აპრილი 2023, 18:00 1381 ნახვა

უფლებამცველის თამაზ ბაკურიძის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 26 აპრილს 16 საათსა და 20 წუთზე გამოაცხადებს. დღეს სასამართლომ მტკიცებულებები გამოიკვლია, გამოიკითხა მხარეთა მოწმეები.

აღსრულების პოლიციის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა, როგორც მოსამართლეს  უთხრეს,  ვაჟა-ფშაველას 147 ნომერში გამოსახლების დროს თამაზ ბაკურიძემ  სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას  და შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდა.

ბრალდებები უარყო თამაზ ბაკურიძემ, რომელიც  6 აპრილს  ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. უფლებადამცველის განცხადებით, მასზე აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა იძალადეს, რის შემდეგაც უკანონოდ დააკავეს.

აღნიშნულ ფაქტს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. სხდომის დაწყებამდე   ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან თამაზ ბაკურიძის მხარდამჭერებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში