ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის ადმინისტრაციული სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ირაკლი ჯინჭარაძე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.
ბულვარის ყოფილი დირექტორი ასევე ითხოვდა სასამართლოს დაედგინა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია განსხვავებული შეხედულებების გამო. იგი „ბათუმის ბულვარის“ დირექტორობიდან 2021 წელს გაათავისუფლეს.
გათავისუფლების საფუძვლად ბულვარის ადმინისტრაცია აუდიტის დასკვნას ასახელებდა.