30 მილიონი ლარი 300 ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის განსაკურნებლად. პრემიერის განცხადებით, ყოველწლიურად 3 ასეულ მოზარდს მკურნალობის ხარჯებს დაუფინანსებენ.
ირაკლი ღარიბაშვილი აქონდროპლაზიით დაავადებული მშობლების პროტესტსაც გამოეხმაურა. განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საჭირო წამლის სატესტო რეჟიმში ყოფნის გამო სახელმწიფო მედიკამენტის შესყიდვას ვერ უზრუნველყოფს.
პრემიერმა მშობლებს მოუწოდა არ მისცენ საშუალება პოლიტიკოსებს ეს ბავშვები პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოაყენებინონ.