გიორგი კვერნაძემ შესაძლოა იტალიის სერია A-ში ითამაშოს

21 აპრილი 2023, 19:52 721 ნახვა

„ფროსინონე“-ს მთავარი სამიზნე ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი გიორგი კვერნაძეა. გუნდს, რომლის მთავარი მწვრთნელი ფაბიო გროსოა, სერია A-ში გადასვლა თითქმის გარანტირებული აქვს. სერია B-ში 33 ტურის შემდეგ „ფროსინონემ“67 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, „ჯენოას“ ოთხი ქულით უსწრებს, ხოლო მესამე ადგილოსან „ბარის“ ათი ქულით. footballnews24 ინფორმაციით  „კლუბში დაიწყეს ფიქრი, ფაბიო გროსოს გუნდი ვინ შეიძლება გააძლიეროს. ბევრი გვარი დასახელდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო, სატრანსფერო ბაზრის კუთხით, 2003 წელს დაბადებული ქართველი, ბათუმის „დინამოს“ მარცხენა გარემარბი გიორგი კვერნაძეა. „ფროსინონეს“ სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოცი 20 წლის ფეხბურთელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდება და კლუბი მისი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი