ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

21 აპრილი 2023, 19:25 665 ნახვა

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში, ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარამოფარიკავემ ნახევარფინალში ჩინელი მოწინააღმდეგეს 15:3 სძლია ფინალში კი ტაილანდელ საისუნ იანას 15:12 მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

მსოფლიო თასის გათამაშებაზე მედლებისთვის ბრძოლას უკვე ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი განაგრძობენ

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში