დიდი ათის გათამაშების მე-13 ტურის მატჩი გაიმართა ბათუმში. შეხვედრა გორის გუნდის “ჯიქის” სასარგებლოდ დასრულდა ანგარიშით 21:19. შეხვედრის ერთადერთი ლელო ბათუმელმა მოთამაშემ ვახტანგ ამირანაშვილმა დადო. წაგების მიუხედავად ბათუმური გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე რჩება.