ტურისტული სეზონის მოახლოება და გამკაცრებული მონიტორინგი ბათუმის ბულვარში. პირები, რომლებიც ბულვარის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას გამოიყენებენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 152 მეორე მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმდებიან. საზღვაო აკადემიის მოპირდაპირე მხარეს ველოსიპედების გამქირავებლებს ბულვარის ადმინისტრაციამ და საპატრულო პოლიციამ ტერიტორიის გათავისუფლება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 500 ლარით დაჯარიმდებიან.