თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს 

20 აპრილი 2023, 10:09 605 ნახვა

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა ლეგენდარულ თურქ მოჭიდავესთან, ტაჰა აკგულთან იჭიდავა და 4:9 დამარცხდა. ტურნირზე სამმა ქართველმა – შოთა ფარტენაძემ, ავთანდილ კენჭაძემ და მირიან მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი იყო.

18 აპრილს კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გივი მაჭარაშვილი გახდა, მესამე ადგილზე კი ედემ ბოლქვაძე გავიდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ხვალიდან ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი