აჭარის რეგიონალური პირველობა დაიწყო სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში. შეჯიბრება გეზრბენში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთში, სამი-სამზე კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთსა და ბადმინტონში გაიმართება. დღეს ბათუმის ცენტრალურ პარკში შეჯიბრება გეზრბენში გაიმართა, რომელშიც აჭარის რეგიონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ვაჟთა შორის ინდივიდუალურ გარბენში ლაშა დიასამიძემ გაიმარჯვა, გოგონათა შორის კი პირველი ფინიშთან ნონა მჟავანაძე მივიდა. გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის ბათუმის გუნდმა გაიმარჯვა, მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, ხელვაჩაურის და ქობულეთის გუნდებმა დაიკავეს. გოგონათა შორის ქობულეთის გუნდმა გაიმარჯვა, მეორეზე ხელვაჩაურის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი ბათუმელი გოგონების გუნდმა დაიკავა. სასკოლო ოლიმპიადა სხვადასხვა სახეობებში გაგრძელდება.