საერთაშორისო გამოფენის საორგანიზაციო პროცესში სტუდენტები ჩაერთვებიან

19 აპრილი 2023, 14:28 1073 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები “ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის“ რიგით მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენის საორგანიზაციო პროცესში ჩაერთვებიან.

ერთთვიან პრაქტიკას ტურიზმის ფაკულტეტის დაახლოებით 60 სტუდენტი  გაივლის.  ისინი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებების დაგეგმვასა და  გამოფენის მომზადებაში.

საქართველოს ინვესტორთა ასოციაციის ოფისში დღეს სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.  

შეხვედრაზე ითქვა, რომ მსგავსი თანმშრომლობა კარგი შესაძლებლობაა ახალი პროფესიული უნარებისა და კარიერული  განვითარებისთვის.  

“ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენა  ,,EBIT 2023“ 19-21 მაისს ბათუმში გაიმართება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი