გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურის საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში დაასახელეს - მეცის 22 წლის ქართველმა ფორვარდმა უშუალო კონკურენტ ბორდოსთან გამართულ საშინაო შეხვედრაში, მეტოქის მეკარე გააძევებინა, დუბლი შეასრულა და თავის გუნდს საფრანგეთის ლიგა 1-ში აღზევების შანსი გაუზარდა. ფრანგულმა გამოცემა „სპორტს ორენჯმა“ ლიგა 2-ის 31-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა და გიორგი ტოპმოთამაშეებში სენტ ეტიენში მოთამაშე ნილს ნკუნკუსა და კანის ფეხბურთელ ალეკსანდრ მენდისთან ერთად შეიყვანა. გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის 30 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. 31 ტურის შემდეგ მეცს 55 ქულა აქვს და ქულით ჩამორჩება ზურიკო დავითაშვილის ბორდოს, ხოლო ლიდერ ლე ავრს - 9 ქულით. მომავალ ტურში, 22 აპრილს მიქაუტაძის გუნდი სტუმრად სენტ ეტიენს ეთამაშება.