ნაციონალურ მოძრაობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და ასევე აფასებენ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ახალი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით.
ხელისუფლების ოპონენტებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი.
ნაწილს მიიჩნია, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში არსებული ვითარება ქართულ ოცნებას კიდევ უფრო აძლიერებს, მეორე ნაწილისთვის კი პრიორიტეტული საერთო იდეებისა და ღირებულებების გარშემო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის თანხმობაა.