გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ისევ წააგო

17 აპრილი 2023, 20:21 651 ნახვა

ვალენსიამ ლა ლიგის 29-ე ტურში ისევ წააგო, ამჯერად რუბენ ბარახას გუნდმა "მესტალიაზე" სევილიასთან 0:2 დათმო. შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში ვალენსიამ ორი გოლი გაუშვა. 55-ე წუთზე ანგარიში ლოიკ ბადემ გახსნა. 20 წუთის შემდეგ ანდალუსიელებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს. ამჯერად საჯარიმოს მისადგომებიდან თავი სუსომ გამოიჩინა.გიორგი მამარდაშვილს ერთი სეივი ჰქონდა, ორივე გოლის მომენტში ვალენსიას დაცვამ ძალიან ცუდად ითამაშა და მატჩის ანგარიშიც სევილიელთა სასარგებლოდ დასრულდა. ვალენსია 27 ქულით მე-18 ადგილზე დარჩა. მომდევნო სამი ტური ბარახას გუნდს შედარებით ადვილი აქვს, შემდეგ მატჩს 23 აპრილს ელჩეს წინააღმდეგ გამართავს, ხოლო შემდეგ ორ შეხვედრას ვალიადოლიდთან და კადისთან ჩაატარებს. ამჯერად ვალენსია ლა ლიგის ცხრილის გასავარდნ ზონაშია და ყველა მატჩში ქულების აღება აუცილებელია. გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 36 გოლი აქვს გაშვებული, კარის მშრალად შენახვა კი 5-ჯერ მოახერხა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი