დღეს კვარაცხელიას “ნაპოლი” ”ვერონას” ეთამაშება

15 აპრილი 2023, 11:18 801 ნახვა
00:00
00:00

''ნაპოლი'' იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში საკუთარ მოედანზე დღეს ''ვერონას'' უმასპინძლებს. მატჩის წინ ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც შემადგენლობაში როტაცია დააანონსა.

იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო სკამზე იქნება, საჭიროების მიხედვით კი თამაშის მიმდინარეობისას გამოიყენებს.

გარდა ამისა, ლუჩანომ ვიქტორ ოსიმენის დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა. 

ნაპოლისა და ვერონას შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი