„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე შეხვედრაც მოიგო

15 აპრილი 2023, 08:24 1006 ნახვა

პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა შავმა ლომმა სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე მატჩში ჩილეს "სელკნამი“ დაძაბულ ბრძოლაში  33:30 დაამარცხა. 

ქართველების მხრიდან ლელოს გატანა, ოთარ ლაშხმა, მიხეილ ბაბუნაშვილებმა, შალვა მამუკაშვილმა, აკაკი ტაბუცაძე და გიორგი ბაბუნაშვილმა მოახერხეს. გიორგი ბაბუნაშვილმა პირველ ნახევარში გარდა გატანილი ლელოსი ასევე სამჯერ ზუსტად გარდასახა, ხოლო ერთი გარდასახვა ლუკა მატკავას ანგარიშზეა. 

ლევან მაისაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 აპრილს, ბუენოს აირესში „პამპასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. 

შეგახსენებთ, რომ სამხრეთამერიკული ტურნეს პირველ შეხვედრაში ქართველებმა არგენტინული „დოგოს XV“ დიდი ანგარიშით 75:19 დაამარცხეს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი