რას სთავაზობს პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა _ დოკუმენტი უკვე ძალაშია. ახალი სქემის მიხედვით, საგნის გამოცდას ბარიერი არ ექნება და პედაგოგი კრედიტებს გამოცდაზე მიღებული ქულების მიხედვით დააგროვებს. მასწავლებელთა სახლში აცხადებენ, რომ სქემა არის გამარტივებული და კრედიტ - დასაგროვებლად ალტერნატიული გზებიც ჩნდება. ერთ-ერთი პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდაა, რომლის ჩაბარებაც აუცილებელი არ არის და მისი ჩანაცვლება ტრენინგებზე დასწრებითაც შეიძლება.