უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს მშობლიურ სოფელში საქართველოსა და უკრაინის დროშებით შეხვდნენ

14 აპრილი 2023, 19:45 787 ნახვა

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს. პატივისცემის ნიშნად, ჩოხოსანი ბავშვები და თანასოფლელები ცხედარს სოფლის შესასვლელში საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.მიხეილ მაზანაშვილი ბახმუტთან 27 მარტს დაიღუპა. დაღუპული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტიდან არის. ის უკრაინაში ერთი წლის წინ წავიდა. მაზანაშვილს სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, ის მსახურობდა როგორც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ასევე ავღანეთში იმყოფებოდა სამშვიდობო მისიით.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი