საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრების შეკრება დასრულდა ლატვიის ქალაქ ტუკუმსში. ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ორივე გამარჯვებით დაამთავრა და ორივეში 9 გოლი გაიტანა. პირველი 9:3 მოიგო, ხოლო მეორე 9:4. მეორე თამაშში გოლები გაიტანეს: ბუკიამ 2, კარელინმა 2, შვეცოვმა 2 და 1-1 გაიტანეს კოჩკინმა, ლიალინმა, ერმოშენკომ. ეროვნული ნაკრები 14 აპრილს მადრიდში ჩაფრინდება, 16 აპრილიდან დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები. საქართველო მეორე დივიზიონის „ა“ ჯგუფში ითამაშებს ისლანდიასთან, ავსტრალიასთან, ესპანეთთან, ისრაელთან და ხორვატიასთან.