ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს. ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დაიჭირეს.
დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. თუმცა თქვეს, ისიც რომ მათ სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ მოახერხეს. სასამართლომ ოთხივე მათგანისთვის 8 წლით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის დასატოვებლად კი 15 დღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააპატიმრებენ.