დაკავება და დაპირისპირება აქციაზე

11 თებერვალი 2017, 00:00 2999 ნახვა

პოლიცია იყო მობილიზებული ხიხანის ქუჩაზე დღის მეორე ნახევარშიც. მოსახლეობას შეხვდა კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე, რომელიც მისივე თქმით პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა. ადგილობრივები მიწის დათმობის სანაცვლოდ შეთავაზებულ კომპენსაციას არ თანხმდებიან. ამბობენ, რომ კომპანია რომელსაც ელექტროგადამცემი ხაზი გაჰყავს  კომპენსაციის სახით  დაბალ  თანხას სთავაზობს. აქციის მონაწილეები დღეს დილით სამუშაოების შეჩერებას ცდილობდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ, მათ ამის საშუალება არ მისცა. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში