საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის სახელობის ტურნირის ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა პორტუგალიის ქალაქ ოეირასში მიმდინარე შეჯიბრის საწყის ტურებში ირლანდია 2:1 და სამხრეთ აფრიკა 3:0 დაამარცხეს, მესამე ტურში კი ერთ-ერთ ლიდერ ლიეტუვას 2:1 სძლიეს.
სამი ტურის შემდეგ, ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფის B ქვეჯგუფს 3-3 მოგებით ესტონეთი და საქართველო ლიდერობენ.
13 აპრილს ქართველი გოგონები კოსოვოს შეხვდებიან, ესტონეთს კი ბოლო ტურში გაეჯიბრებიან.