ბიბისის მიერ გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურებიან ექსპერტებიც, მათი ნაწილის შეფასებით დავით კეზერაშვილი არის კრიმინალი, რომელიც აქამდეც უნდა დაეჭირათ და ბიბისი სტატიის შემდეგ ფიქრობენ, რომ დასავლური ძალოვანი სტრუქტურები ამ საკითხში ჩაერთვებიან, რაც შეეხება პოლიტიკურ მნიშვნელობას, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ქართული ოცნებისთვის სერიოზული კოზირია, ვინაიდან ამ ფაქტით ოპოზიციის ნაწილისთვის რეპუტაცია შეილახა და მათ მოუწევთ ახსნა იმ თანხის წარმომავლობის, რომელიც დავით კეზერაშვილისგან ერიცხებათ.