არჩილ ჩიქოვანი ბათუმის სკოლების თვითმმართველობების თავმჯდომარეებს და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბათუმის მერმა ახალგაზრდებს გააცნო მუნიციპალური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები, მათ შორის, ახალგაზრდობის, ასევე სპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. ისაუბრეს მერიის პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობაზე და მათ ინტერესებზე. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ბათუმში მწვანე სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებული თემებით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტებით, ასევე, ბათუმის სატრანსპორტო პოლიტიკით და მიიღეს ინფორმაცია ამ მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.