თავად ოპოზიცია არასერიოზულად რომ იქცევა, ამას შეჩვეული ვართ და უკვე მერამდენედ ვუთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ, ნაცვლად იმ ისტერიისა, რასაც აწყობენ ხოლმე – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ორმა ადამიანმა მიმართა პრეზიდენტს, რომ 46 ადამიანის მიმართვა გამოეთხოვათ, რაც აბსურდია“.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება.