საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა

11 აპრილი 2023, 20:28 686 ნახვა

საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში ბოლო შეხვედრა გიბრალტართან გამართა და გამოსვლა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა. ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა გიბრალტარის ასაკობრივ ნაკრებს ხუთი გოლი გაუტანა. ეთერ სულაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეტოქის კარში გოლები ასევე თინათინ ამბალიამ და ლიზი კანკიამ გაიტანეს. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა. შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ეროვნულ ნაკრებში დანიშნული ახალი მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი