რიგგარეშე სხდომის ჩატარების საკითხი

11 აპრილი 2023, 14:52 674 ნახვა

არშემდგარი რიგგარეშე სხდომა. უპასუხისმგებლო ნაბიჯია ენმ-სთვის ორი დეპუტატის მიერ პრეზიდენტისთვის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად გადაგზავნილ დოკუმენტზე ჯერ ხელმოწერა, შემდეგ კი უცხოეთში გამგზავრება.

ამბობენ, რომ  ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.  ანი წითლიძე  და ლევან  ხაბეიშვილი ვარშავაში არიან, სწორედ ეს გახდა მიზეზი  იმის, რომ რიგგარეშე სხდომა რომლის ჩატარებასაც დღეისთვის ითხოვდნენ,  ვეღარ ჩატარდა.  ანი წითლიძე და ლევან ხაბეიშვილი ამბობენ,  რომ ტყუილია,  რომ  მხოლოდ  ამ  მიზეზით ვერ იქმნება საგამოძიებო კომისია,  რადგან მათ გარდა კიდევ ორი დეპუტატი  არ იმყოფება  ქვეყანაში.  

როდის ჩატარდება რიგგარეშე სხდომა პარლამენტში,  რომელზეც საგამოძიებო კომისიის შექმნას უყრიან კენჭს? კითხვა ისევ ღიაა.  ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს სხდომის მოსაწვევად   მათ მირ ხელმოწერილი  დოკუმენტი დილით  ჯერ  გაუგზავნეს, მოგვიანებით კი უკან გამოითხოვეს.  ამბობენ, რომ  საკმარისი ხმების მობილიზებას წითლიძე-ხაბეიშვილის არ ყოფნის გამო ვეღარ ახერხებდნენ.    

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო კვირაში პარლამენტში ისედაც სასესიო კვირა იწყება.  

რაც შეეხება საგამოძებო კომისიის მიზანს, სასამართლოს სისტემაში შესაძლო კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები უნდა გამოიძიონ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში