გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ გასავარდნ ზონაშია.

10 აპრილი 2023, 20:57 683 ნახვა

ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში ვალენსია უშუალო კონკურენტ ალმერიასთან 1:2 დამარცხდა, რის შედეგადაც ისევ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა. ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში ქართველი მეკარე „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველ ტაიმში უგოლო ფრე დაფიქსირდა. მეორე ტაიმის 49-ე წუთზე ალმერია გონსალო მელერომ წინ გაიყვანა. 58 წუთზე უპირატესობა ორამდე სრჯან ბაბიჩმა გაზარდა. სამუ კასტილეხომ 61-ე წუთზე შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა, მაგრამ ვალენსია მარცხისგან მაინც ვერ იხსნა და საბოლოოდ ღამურებმა ალმერიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგეს. 28 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 27 ქულით გასავარდნ ზონაში მე-18 ადგილზეა. „ალმერიას“ 30 ქულა აქვს და მე-16 პოზიციაზე დაწინაურდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი