ჯანდაცვის ახალი პროექტები

10 აპრილი 2023, 17:52 912 ნახვა

პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება,- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში შეტანილ ცვლილებაში –„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.  ამასთან, დღევანდელ სხდომაზე აგრეთვე დამტკიცდა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე დაფუძნებულ ხედვას წარმოადგენს და მიზნად ისახავს არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი