სამშენებლო ამნისტიის კანონპროეტს ენმ აპროტესტებს 

10 აპრილი 2023, 14:30 728 ნახვა

დაუსაბუთებელ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას უწოდებს "ნაციონალური მოძრაობა" კანონს, რომელიც მშენებლობის ამნისტიას გულისხმობს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განმარტეს, რომ ბათუმში მშენებლობის რეგისტრაციის პრობლემებს ეს კანონი ვერ მოაგვარებს და საჭიროა საკითხში კიდევ მეტი სპეციალისტი ჩაერთოს.

შეგახსენებთ, პარლამენტში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა კანონპროექტი წარადგინეს, რომლის მიხედვითაც უნდა გამარტივდეს იმ შენობების დარეგისტრირება, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა დარღვევის ქონის გამო დახარვეზდა და მერიამ ექსპლუატაციაში არ მიიღო.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი