შემთხვევა ქობულეთში. ადგილობრივების ინფორმაციით გუშინ დაახლოებით ათ საათზე რუსთაველის ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფეთქების ხმა გაისმა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ, თუმცა აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, შემთხვევას არ მოჰყოლია ნგრევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.