შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული ხულიგნობის მუხლით დაიწყო.
ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებისა და სროლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება გამიზნულად ერთ-ერთი ავტომანქანა მეორეს, ქვეითად მყოფები კი მანქანას ფეხებსა და ხელებს ურტყამენ.
ვიდეოში ისმის ასევე სროლისა და გინების ხმა.