,,ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის" - პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე პრეზენტაციები წარადგინეს.
ფორუმში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 17-დან 24 წლამდე ასაკის ის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებით, საგრანტო პროექტებითა და მცირე მეწარმეობით არიან დაინტერესებულნი.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს სერთიფიკატები და ენციკლოპედიები გადაეცათ.