დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში 18:00 საათზე ‘’დინამო’’ ბათუმი სტუმრად ‘’თელავს’’ ეთამაშება. ხოლო მანამდე 16:00 საათზე შეხვედრა ქობულეთის ‘’შუქურასა’’ და ‘’სამტრედიას’’ შორის გაიმართება.
6 ტურის შემდეგ, დინამო „ბათუმი“ 16 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, ცხრილის სათავეში კი ასევე 16 ქულით თბილისის ‘’დინამოა’’.
რაც შეეხება ქობულეთის შუქურას, გუნდი ეროვნულ ლიგაში 3 ქულით ბოლოს წინა პოზიციაზეა და მხოლოდ ‘’გაგრას’’ 2 მოპოვებული ქულით უსწრებს.