გოგა ბითაძემ „ბრუკლინ ნეტსთან" ორმაგი დუბლი შეასრულა

08 აპრილი 2023, 11:27 772 ნახვა

ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ბითაძემ "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა.

გოგამ 25 წუთში 12 ქულა, 15 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. საბოლოოდ ჯამში კი ქართველის  „ორლანდო მეჯიქი“  „ბრუკლინ ნეტსთან“ 84-101 დამარცხდა.

ამ დროისთვის ბითაძის გუნდი NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებითა და 47 მარცხით მე-13 პოზიციას იკავებს. რეგულარულის  ბოლო შეხვედრას კი  „ორლანდო“ 9 აპრილს, „მაიამის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი