გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

07 აპრილი 2023, 20:28 571 ნახვა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია – ასეთია „ტრანსფერმარკეტის“განახლებული შეფასება. „მეცის“ ქართველი თავდამსხმელის ფასი ზუსტად ორჯერ გაიზარდა, მისი ღირებულება სამი მილიონი ევრო იყო, ახლა კი ექვსი მილიონი გახდა. შედეგად, 22 წლის თავდამსხმელი საქართველოს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა შორის მესამე ადგილზე დაწინაურდა. პირველ ადგილზე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ღირებულება 85 მილიონი ევროა, მეორე ადგილზე კი გიორგი მამარდაშვილი, რომლის ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი